„უცხოელებისგან კორუფციის საკითხებზე მორალისტობის ფონზე, კიდევ უფრო მძიმე მოსასმენია ის კითხვები, რომელზე ფიქრიც ომში მყოფი ქვეყნის ხელმძღვანელს უწევს.
არ ვიცი, ინტერვიუში ნახსენები სატვირთო თვითმფრინავები იგივე თვითმფრინავებია თუ არა, ომის დაწყების პირველ დღეებში საქართველოს მოქალაქეების ომში გაშვების მოთხოვნით ზელენსკი რომ გვიგზავნიდა, მისი ერთგული ენჯეოები და ოპოზიცია კი ჩვენს უარს მაშინაც პარლამენტის წინ ხმაურით აპროტესტებდა; მაგრამ, ფაქტია, რაშიც ნამდვილად უნდა გამოეყენებინა ეს თვითმფრინავები, ამის საშუალება მას არც მისცეს და საყვედურიც არ ათქმევინეს".