ვინ გახდება "ჯეოსელის" მფლობელი - "თელიასონერა" საქართველოდან გადის

ვინ გახდება "ჯეოსელის" მფლობელი - "თელიასონერა" საქართველოდან გადის

769 Просмотров

"ჯეოსელის" მფლობელი კომპანია "თელიასონერა" საქართველოდან გადის, დროთა განმავლობაში კი, ევრაზიის რეგიონის ქვეყნებს სრულად დატოვებს.

სამომავლო სტრატეგია ვრცლად განმარტა თბილისში ვიზიტად მყოფმა "თელიასონერას" ევრაზიის პრეზიდენტმა. ერიკ ჰალბერგის განმარტებით, მათთვის საქართველოში მუშაობა კომფორტული იყო და ქვეყნის დატოვება არ უკავშირდება რაიმე სახის შიდა ფაქტორს. გადაწყვეტილება კი „ჯეოსელის" ოპერირებაზე გავლენას არ იქონიებს. ჯერ-ჯერობით უცნობია ვინ გახდება "ჯეოსელის" მფლობელი.

გავრცელებული ინფორმაციით, საკონტროლო პაკეტის შეძენით თურქული კომპანია "თურქსელია" დაინტერესებული. თავის მხრივ, "თურქსელის" ერთ-ერთი მეწილე "თელიასონერაც" არის. ამ ინფორმაციის დადასტურებაზე ერიკ ჰალბერგმა დღეს თავი შეიკავა.
Ссылки и html тэги не поддерживаются


Комментарии: